დაობლებულმა ბიჭმა ოცნება აისრულა
კრიშტიანუ რონალდუმ ახლად დაობლებულ ბიჭს ოცნება აუსრულა
ნოემბერში, ლიბანის ტერიტორიაზე, კერძოდ ბეირუთში მოხდა საჰაერო დარტყმა, რომლის შედეგადაც 3 წლის ჰაიდარი, რომელიც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია, მშობლების გარეშე დარჩა. აფეთქების დროს, მას დედ-მამა დაეღუპა, ხოლო თვითონ ნანგრევებში რონალდუს მაისურის ამარა დარჩა.
ამ ფაქტის გაგების შემდეგ, მადრიდულმა დელეგაციამ ჰაიდარის ესპანეთში გამომგზავრება სწრაფ რეჟიმში უზრუნველყო და შეიფარა. 3 წლის ბიჭუნა ფლორენტინო პერესმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიწვია საკონფერენციო დარბაზში, აჩუქა 7 ნომრიანი მაისური ხელმოწერით და სტადიონის მუზეუმი დაათვალიერებინა. ჰაიდარი სტადიონზე შეხვდა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდისა და ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს, მათ შორის კრიშტიანუსაც. ბიჭის აღზრდის პასუხისმგებლობა ფლორენტინო პერესმა და რონალდუმ აიღეს საკუთარ თავზე. დღეს, ჰაიდარი კიდევ ერთ ოცნებას აისრულებს და "რეალი" - "რაიოს" დაპირისპირებას მიადევნებს თვალს VIP ლოჟიდან.
- 20 დეკემბერი 2015
- 6 235
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.