იგუაინი შესაძლოა უფრო მალე დაბრუნდეს
გონსალო იგუაინის გამოჯანმრთელების პროცედურა ძალიან კარგად მიმდინარეობს და მედიკოსთა ვარაუდით არგენტინელი პროგნოზზე ადრე შეუდგება ვარჯიშს...
პიპიტა ექიმების ყველა დავალებას ემორჩილება და ასრულებს, მას ძალიან სურს მოედანზე გასვლა და საკუთარი გუნდის დახმარება.
სამეფო კლუბის მედიკოსთა შტაბი ვარაუდობდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი 3-4 კვირა დაისვენებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდა ვარჯიშს, თუმცა ვარაუდი არ გამართლა მადრიდელთა სასიხარულოდ და გონსალოს დაბრუნება უფრო ადრეა შესაძლებელი.
ფეხბურთელს 3 დღეში ერთხელ უტარებენ გამოკვლევებს და ადგენენ თუ როგორ მიდის პროგრესი, თუ ყველაფერი ტემპით და ისე წავიდა როგორც ამჟამად მიდის, მაშინ გონსალო 10-12 დღეში დაიწყებს ვარჯიშს.
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და ყველაფერი ფეხბურთელის ფიზიკურ სიძლიერეზეა დამოკიდებული.
- 18 იანვარი 2010
- 1 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.