Marca:„პერესის განცხადებები არაფერს წყვეტს“
გამოცემა „მარკა“-ზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ფლორენტინო პერესის განცხადებები იმის შესახებ, რომ რაფაელ ბენიტესი გუნდში დიდხანს დარჩება, სიმართლე არ შეესაბამება.
გამოცემაზე დაყრდნობით, სამეფო კლუბის ადმინისტრაციაში სერიოზული არეულობა და აზრთა სხვადასხვაობაა, რაც გარეთ არ ჟონავს, მაგრამ ფაქტია, რომ რაფაელ ბენიტესის დღეები მადრიდში დათვლილია.
ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტისაც ანალოგიურად უცხადებდა მხარდაჭერას და ბოლო წუთამდე აცხადებდა, რომ იტალიელი მინიმუმ კონტრაქტის ამოწურავმდე „ბლანკოსის“ სათავეში იქნებოდა. უცებ კი რა მოხდა? ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვხედავთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქელემა იტალიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება გაწყვიტეს.
Marcas-ს ინფორმაციით, ასევე დიდი შანსია იმისა, რომ „მერენგებს“ სათავეში მოურინიო ჩაუდგეს.
შეგახსენებათ, პერესმა ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოურინიოს ადგილს დედაქალაქში ვერ ხედავს.
- 18 დეკემბერი 2015
- 3 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.