ხამესის და ბენიტესის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაში შედის
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა და ესპანელმა მწვრთნელმა ერთმანეთს დღემდე ვერ გაუგეს და მათი უთანხმოებები გრძელდება.
ხამეს როდრიგესი ხშირად აცხადებს იმას, რომ იგი რაფა ბენიტესს ვერ უგებს. თავის მხრივ უკმაყოფილოა მადრიდის "რეალის" თავკაცი კოლუმბიელი ფეხბურთელით. ბენიტესის განცხადებით როდრიგესი სრულად ვერ ასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც მას აძლევენ.
კარლო ანჩელოტის "მმართველობის" პერიოდში ხამესი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და იგი ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ბენიტესის მოსვლის შემდეგ კი "რეალის" 10-იანს თითქოს პრობლემები შეექმნა, არადა ჩვენ საუბარი გვაქვს გუნდის ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელთან.
ფაქტია, რომ ხამეს როდრიგესის და რაფა ბენიტესის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაში შედის და სავარაუდოდ ამის გამო, ფლორენტინო პერესს რომელიმესთან გამომშვიდობება მოუწევს, რადგან ხამესს რაფასთან მუშაობა არ სურს.
Marca.com
- 16 დეკემბერი 2015
- 3 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.