რონალდო:„სამეფო კლუბი წელს ძალიან სუსტია“
ლეგენდარული ბრაზილიელის, ლუის ნაზარიო რონალდოს განცხადებით, მადრიდის „რეალი“ წელს ძალიან სუსტია...
„რა შეიძლება ითქვას დღევანდელი გადმოსახედიდან? მადრიდის „რეალი“ ძალიან სუსტია. ალბათ არავინ დამძრახავს თუ ვიტყვი, რომ დედაქალაქელების თამაში გრანდის თამაშს არ ჰგავს.“
„არ ვიცი ეს ყველაფერი ბენიტესის ბრალია, თუ არა, მაგრამ კარლო ანჩელოტის შემდეგ გუნდში აშკარა რეგრესია.“
„ბენიტესმა „ლივერპულთან“ ერთად ლიგა მოიგო, ის თანმიმდევრული მწვრთნელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, გაუშვან, რადგან მისი და „ბლანკოსის“ იდეოლოგია როგორც სჩანს, ვერ ემთხვევა ერთმანეთს.“
„ზიზუ? მას წარმატებას ვუსურვებ, ფრანგის სახით „ბლანკოსის“ ახალგაზრდულ გუნდში დიდი ავტორიტეტია.“
- 16 დეკემბერი 2015
- 3 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.