მადრიდელებმა "რაიოსათვის" მზადება დაიწყეს
დღეს მადრიდის "რეალმა" ვარჯიში განაახლა...
მადრიდის "რეალმა" გუშინდელი მარცხის შემდეგ ვარჯიში განაახლა და "რაიოსთან" მატჩისათვის მზადებას შეუდგა, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება.
მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, რაფაელ ბენიტესმა სარეზერვო გუნდის სამ მოთამაშეს: მარკოს ლორენტეს, მარტინ ოდეგარს და ბორხას უხმო.
დღევანდელი შეკრება გამოტოვეს კეილორ ნავასმა, პეპემ, სერხიო რამოსმა, ბარეთ ბეილმა, კარიმ ბენზემამ, ხამეს როდრიგესმა და კრიშტიანუ რონალდუმ.
რაც შეეხება ტრამვირებულ ფეხბურთელებს, დანი კარვახალი და რაფაელ ვარანი მკურნალობის კურსს წარმატებით განაგრძობენ. ფრანგი ფეხბურთელი უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს.
- 14 დეკემბერი 2015
- 1 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.