ბუტრაგენიო:„ფხიზლად ყოფნა მოგვიწევს“
მადრიდის „რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო ქალაქ ნიონში იმყოფება, სადაც ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას დაესწრო...
„იტალიური „რომა“ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევა ჩვენი კლუბის წინააღმდეგ, ამიტომ ფხიზლად ყოფნა გვმართებს.“
„გუნდში არასტაბილური სიტუაციაა, ჩემპიონთა თასის განახლებამდე კი ყველაფერი მწყობრში უნდა ჩადგეს და 1/8 ფინალს მზადყოფნაში შევხვდეთ. იტალიელებმა იციან „რეალის“ დამარცხების ფასი, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებენ.“
„თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ფავორიტები ვართ, 1/8 ფინალიდან გამოვეთიშებით ამ საოცნებო ტურნირს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებს შესანიშნავი კოლექტივი ჰყავთ.“
- 14 დეკემბერი 2015
- 3 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.