ან-„ბენ“-გან-დონ

აწ უკვე განვლილ უქმეებზე, პრიმერა დივიზიონის მოყვარულები ნაკლებად ელოდებოდნენ სიურპრიზებს, თუმცა ფეხბურთი ხომ სავსეა მოულოდნელობებით.

შაბათს, როდესაც ინტერნეტის საშუალებით თვალს ვადევნებდი „ბარსელონას“ ანგარიშს, მატჩის ბოლოს მეტად გახარებული დავრჩი.კატალონიელებმა ზედიზედ მეორე ყაიმი გააგორეს, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ „რეალს“ ჰანდიკაპის შემცირების შანსი გაუჩნდა.

წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს, ბენიტესის აუღელვებელი პასუხების შემყურე, ვირწმუნე, რომ მადრიდელები აუცილებლად ჩაძირავდნენ „ყვითელ წყალქვეშა ნავს,“ თუმცა, როგორ ზემოთ აღვნიშნე, ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობებით.

მაგრამ, შესაძლებელია, მოულოდნელობა ეწოდოს ენრიკეს დამოძღვრილების ფრეს „დეპორტივოსთან“ და არა იმას, რაც „ელ მადრიგალზე“ მოხდა.„ბარსასა“ და „სევილიას“ და ახლა უკვე „ვილიარეალიც“ შეემატა.„ელ კლასიკომდე“ წაუგებლად მოვდიოდით ჩემპიონატში, თუმცა ამ პრინციპული დაპირისპირების შემდეგ გაირკვა, რომ სამეფო კლუბს არა მწვრთნელი, არამედ „მზარეული,“ „ყასაბი,“ „მძღოლი“ ან სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანი წვრთნის.

ჯერ-ჯერობით, მადრიდულ სამყაროში არ მეგულება გულშემატკივარი, რომელიც მიახლოებით მაინც ახსნის რაფაელის გადაწყვეტილებებს რიგ შემთხვევებში.წინა შეხვედრები უკვე დეტალურად იქნა განხილული, ამიტომაც, მხოლოდ „ყვითლებთან“ ჩატარებული ორთაბრძოლით შემოვიფარგლოთ.

დავიწყოთ იქედან, რომ საწყისი წუთებიდან მოედანზე გამოვიდა კაზემირო და არა კროოსი.რა თქმა უნდა, დამრიგებელი ირჩევს თერთმეტეულს და მის სურვილზეა დამოკიდებული, თუ ვის დააყენებს, მაგრამ როდესაც თამაშის მიმდინარეობიდან ნათლად ჩანს, რომ ფეხბურთელებს დიდი პრობლემები ექმნებათ ნახევარდაცვაში, რატომ არ უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები? მიუხედავად მოლოდინისა, გერმანელი მაინც არ წამოაყენა სათადარიგოდან, რამაც ბურთაობა გაუმარტივა მეტოქეს.

მეორე, როდესაც გუნდი მეცხრე წუთიდან აგებს ერთბურთიანი სხვაობით და არც თამაშის შემოტრიალების პერსპექტივა ჩანს, საღ გონებაზე მყოფი მესაჭე, 77-ე წუთზე არ უნდა ახორციელებდეს პირველ ცვლილებას.შეიძლება ითქვას, გარდატეხის შეტანაზე უარი განაცხადა და შედეგიც სახეზეა.

მესამე, ყველაზე მთავარი, როდესაც ლიდერთან ჩამორჩენის ამოქაჩვის შანსი გაჩნდა, შემადგენლობა მეგა მოტივირებული უნდა გამოვიდეს მწვანე მინდორზე.ფეხბურთელებმა სასტარტო სასტვენისთანავე უნდა დაიწყონ „ფრენა“ და მოგებაზე ფიქრი.ჩვენ შემთხვევაში კი, მეცხრე წუთზე გოლი მივიღეთ და კიდევ არა ერთი სახიფათო შეტევა მოწინააღმდეგისგან.ალბათ, რომ არა იღბალი, პირველივე ტაიმს (და ვინ იცის არა მატჩს) სამარცხვინო ანაგრიშით დავთმობდით.

რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ ეგ მისია თქვენთვის მომინდია.სამწუხაროდ, „რეალი“ ისეთი სისწრაფით მიეშურება ქვესკნელისკენ, რომ შესაძლოა, ამ სეზონში, უკვე დაგვიანებულიცაა მისი შეჩერება.

სათაურის გამო ნუ გამკიცხავთ.საიტის წესებიდან გამომდინარე, კორექტულობის ფარგლებში ვეცადე, ბენიტესის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამოხატვას.

  • Nodarii
  • 14 დეკემბერი 2015
  • 7 846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)