მარკოს სენა: "ჩემი ოცნება "რეალში" თამაში იყო"

ესპანელმა ფეხბურთელმა, მარკოს სენამ, რომელიც "ევრო 2008"-ზე ესპანეთის ნაკრებს, გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თავის აუხდენელ ოცნებაზე საუბრობს.

"ჩემი ოცნება "რეალში" თამაში იყო, ვრცელდებოდა ჭორები, რომ მე უკვე "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი ვიყავი და ყველა ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდა, თუმცა ამაოდ."

"მიხარია, რომ ესპანეთის ნაკრებს "ევრო 2008"-ზე დავჭირდი და გამოვადექი, ამის შემდეგ სერიოზული შემოთავაზებები მქონდა მათ შორის "რეალიდანაც". მე კი ყველას "ლოს ბლანკოსი" ვამჯობინე, მაგრამ გუნდები დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და "ვილიარეალში" დარჩენა მომიწია."

"საბოლოოდ, ჩემი ოცნება ვერ ახდა, მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ ოცნების ნაწილი ამიხდა და რაულის თანაგუნდელი გავხდი, თუმცა "ნიუ-ორკ კოსმოსში."
-განაცხადა სენამ.

ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • Nika.
  • 13 დეკემბერი 2015
  • 2 640
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)