რონალდუ: „უცხოპლანეტელი არ ვარ“
კრიშტიანუ რონალდუმ ESPN-თან საუბრისას ახსნა, თუ რატომ ვერ დაიწყო მიმდინარე სეზონი შთამბეჭდავად.
„რა თქმა უნდა, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სეზონის დასაწყისში, პირადულთან ერთად, ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემებიც მქონდა.“
„არ ვთვლი, რომ უცხოპლანეტელი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეც მაქვს რთული პერიოდები.ახლა, ეს ყველაფერი წარსულია, საუკეთესოდ ვგრძნობ თავს.“
„მინდა, რომ ნაყოფიერი სეზონი ჩავატარო და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო გუნდს თითოეულ შეხვედრაში.“
„„ოქროს ბურთი?“ ვფიქრობ, კარგი სეზონი ჩავატარე, შესაძლოა, საუკეთესოც ჩემ კარიერაში.მე, მესისა და ნეიმარს თანაბარი შანსი გვაქვს.ბარსელონელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ მოხარული ვარ, რომ სამეულში მოვხვდი.“
MARCA
- 12 დეკემბერი 2015
- 6 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.