ფელიპე ლუისი გახარებულია რეალის დაინტერესებით
დეპორტივოს მცველმა, ფელიპე ლუისმა ისაუბრა რეალზე ,,ას"-თან. ის რა თქმა უნდა ძალიან გახარებულია იმით, რომ ასეთ დიდ კლუბს სურს მისი შეძენა, მაგრამ ასევე დიდ პატივს სცემს დეპორს.
,,ვფიქრობ, რომ უკვე მაღალი დონის მოთამაშე ვარ და ამ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ მე მინდა ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე და 2010 წლის მუნდიალზე, ამისთვის კი დიდ კლუბში თამაშია საჭირო. თუ აქ დარჩენა მომიწია ძალიან გახარებული ვიქნები, მთავარია გულშემატკივრებმა პატივი უნდა მცენ.
თუ ,,ბლანკოსმა" ეს ფეხბურთელი შეიძინა ეს იქნება ლუისის დაბრუნება მადრიდში იმიტომ, რომ ის ადრე კასტილიაში ასპარეზობდა. ბრაზილიელი ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, როცა რეალი დატოვა: ,,ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მე ძალიან მჭირდებოდა გამოცდილება. მე რეალი ძალიან მიყვარს, მაშინ სამეფო კლუბში ისე მეპყრობოდნენ, როგორც ოჯახის წევრს. იმ დროს რეალში რობერტო კარლოსი თამაშობდა, ხოლო შემდეგ კი მარსელო. ასე, რომ მე შანსი არ მქონდა რომ მეთამაშა ძირითადში, ახლა კი პირიქით." განაცხადა ფელიპე ლუისმა.
ფელიპე ამსგავსებს მის განვლილ კარიერას არბელოას გზას, რადგან ალვაროც ასე მოიქცა და დეპორში გადავიდა რეალიდან შემდეგ კი ისევ დაბრუნდა, მაგრამ აქ არის აღსანიშნავი ერთი ფაქტიც. არბელოამ ეს ყველაფერი გაცილებით მალე გააკეთა.
გასულ ზაფხულს ფელიპე ყიდვა ბარსას სურდა, ახლა კი რეალია მისი შეძენით დაინტერესებული: ,,მე პატივს ვცემ ბარსას. მათ მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ისინი აღარ არიან ჩემით დაინტერესებულნი." დაასრულა ფელიპემ.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 17 იანვარი 2010
- 1 352
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.