ლევანდოვსკი გადაწყდა
გამომდინარე იქედან, რომ მადრიდის „რეალს“ საკმაოდ რთულ მომავალს უწინასწამეტყველებენ, კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გადაწყვეტილებებს ფორსმაჟორულ ვითარებაში იღებს...
მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი მადრიდში იმყოფებოდა, სადაც პირობები განიხილა.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ლევანდოვსკის დამატება უკვე გადაწყვეტილია და საბოლოო სიტყვა „ბაიერნს“ ეკუთვნის. თავის მხრივ, ფეხბურთელს საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„ფიფას“ სანქციებმა მოვლენები დააჩქარა, ამიტომ სულ რაღაც ერთ თვეში, მადრიდისტებმა შესაძლოა, თეთრ მაისურში გამოწყობილი ფორვარდი იხილონ.
ამასთანავე აქტიურად მიდის საუბრები რობერტის მაისურის ნომრის შესახებ, რაც ეჭვებს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
- 7 დეკემბერი 2015
- 9 205
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.