ნაჩო: „პიკეს კომენტარი უნდა დავივიწყოთ“
„მალმიოსთან“ დაპირისპირების წინ, ნაჩო ფერნანდესმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- მიმდინარე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მოგიწია ასპარეზობა.მოედნის რომელ წერტილში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ცენტრალური მცველის ამპლუას ვირგებ.ბავშვობიდანვე აღნიშნულ პოზიციაზე მიყვარდა თამაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავემორჩილები მწვრთნელის გადაწყვეტილებას.ვფიქრობ, მთავარია, მოედანზე რეგულარულად გამოსვლა.
- არ გეჩვენება, რომ ბოლო პერიოდში გუნდი ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს?
- გვინდა, რომ ისე გავაგოროთ ბურთი, როგორც „ხეტაფესთან“ გავაკეთეთ პირველი 45 წუთის განმავლობაში.სწორედ ამაზე ვსაუბრობთ შესვენების დროსაც, თუმცა როდესაც დიდი უპირატესობით იგებ, რთული მუხტის შენარჩუნება მთელი მატჩის განმავლობაში.
- რა გეგმები გაქვთ „მალმიოს“ წინააღმდეგ?
- გვინდა, რომ კარგი დინამიკა შევინარჩუნოთ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დავასრულოთ, რაც თავდაჯერებას შეგვმატებს.
- როგორ ფიქრობ, ბენიტესის კრიტიკა არაპროპორციულია?
- ჩვენ დამრიგებელს ყოველთვის აკრიტიკებენ, რაც არ უნდა გააკეთოს.ვფიქრობ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს.შედეგებს სეზონის ბოლოს ითვლიან.
- რას იტყვი პიკეს კომენტარზე?
- ადამიანებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ.ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის კომენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
- „კლასიკოში“ დაფიქსირებული შედეგი, „რეალისა“ და „ბარსას“ შორის სხვაობის ინდიკატორია?
- ეს დაპირისპირება არის მხოლოდ ერთი თამაში.ის არ იყო ჩვენი დღე.ვგონებ, დაფიქსირებული შედეგი რეალობას არ ასახავს.
AS
- 7 დეკემბერი 2015
- 2 374
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.