რამოსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა ვარჯიშები განაახლა.
დღეს სამეფო კლუბმა დაასრულა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადება. როგორც მოგეხსენებათ, "თეთრების" მომდევნო მეტოქე "მალმიო" იქნება. რაფა ბენიტესმა დღევანდელ სესიაზე თავისთან უხმო კასტილიელ ფეხბურთელებს: მარკოს ლიორენტე, ოდეგარი და ბორხა მაიორალი.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა სასიხარულოდ, გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა დაზიანების გამო გააცდინა. მან უკვე თანაგუნდელებთან ერთადაც ივარჯიშა და ნელ-ნელა ძალ-ღონეს იკრებს. რაც შეეხებათ, რაფაელ ვარანს და დანი კარვახალს, ისინი განაგრძობენ სარეაბილიტაციო კურსს.
Realmadrid.com
- 7 დეკემბერი 2015
- 1 719
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.