ოფიციალურად - „რეალი“ სამეფო თასიდან მოკვეთილია
განხილვა შედგა. მოსამართლე ფრანცისკო რუბიომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალი“ სამეფო თასიდან მოკვეთილია.
მადრიდის „რეალს“ პროცესზე ორი მთავარი არგუმენტი ჰქონდა, რომელიც მოსამართლემ არ მიიღო. „რეალის“ იურისტები ამბობდნენ, რომ კლუბს არ მიუღია შეტყობინება ჩერიშევის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ „ვილიარეალის“ ხელმძღვანელობამ წარადგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მადრიდულმა გუნდმა „ყვითლებისგან“ ივლისის თვეში მიიღო ინფორმაცია რუსი ფეხბურთელის შესახებ.
მადრიდის „რეალი“ ამ ეტაპზე სამეფო თასიდან მოკვეთილია, კლუბი აპირებს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, მაგრამ ამასთანავე ყველა კარგად ხვდება, რომ სააპელაციოში არაფერი შეიცვლება, ვინაიდან არ არსებობს არცერთი რეალური არგუმენტი იმისა, რომ ამ საქმეში „ბლანკოსი“ მართალია.
- 4 დეკემბერი 2015
- 11 227
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.