"არსენალი" 70 მილიონ ევროს ამზადებს
არისტოკრატები იანვარში სერიოზულად გაძლიერებას ფიქრობენ.
ბრიტანული გამომცემლობების ცნობით, არსენ ვენგერმა თვალი დაადგა მადრიდის "რეალის" ორი ფეხბურთელს, ისკოს და ხესე როდრიგესს. ფრანგი მწვრთნელი აქტიურად აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას და ამაში ყოფილი მადრიდელი, მესუთ იოზილი დაეხმარება.
ინფორმაციის თანახმად, ლონდონის არსენალი ორივე ფეხბურთელში ერთად, 50 მილიონ ფუნტს გადაიხდის, რაც დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს. ეს თანხა ფლორენტინო პერესისთვის წესით და რიგით დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.
Goal.com
- 3 დეკემბერი 2015
- 3 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.