ბენზემა: „კრიმინალად მომნათლეს“
როგორც იქნა, სამეფო კლუბის თავდამსხმელმა, ვალბუენას თემასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია.კარიმ ბენზემა ფრანგული ტელევიზიის ჟურნალისტს ესაუბრა გულახდილად.
„დამნაშავე ნამდვილად არ ვარ და იმედია, მალე დამთავრდება ყველაფერი.სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, ბევრმა ადამიანმა კრიმინალად მომნათლა.“
„განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.გავიგე, რომ გარკვეული ვიდეო არსებობდა ვალბუენაზე და ეს შევატყობინე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან ყველაფერი იცოდა.ვუთხარი, რომ ერთ ჩემ მეგობარს შეეძლო მისთვის დახმარების გაწევა.“
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა შანტაჟსა და ფულის გამოძალვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი.“
MARCA
- 3 დეკემბერი 2015
- 4 129
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.