„ხეტაფესთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ხეტაფესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს...
„მერენგები“ გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მუშაობას დაუბრუნდნენ.
ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდენ და დერბისთვის მზადება დაიწყეს. რამდენიმე მოთამაშე დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა, გუნდის ძირითადი ბირთვი კი 100%-ით დაიტვირთა.
აღსანიშნავია, რომ დატვირთვა მიიღო ბრაზილიელმა მარსელომ, თუმცა მისი თამაში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამორიცხულია.
კოლექტივთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე კასტილიელი, მათ შორის ლაინჰარტი და მარტინ ოდეგაარი.
ფეხბურთელებმა ყურადღება გაამახვილეს პოზიზიურ თამაშზე, მოკლე სივრცეში გადაცემებსა და სხვა ასპექტებზე.
- 3 დეკემბერი 2015
- 1 387
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.