ბუტრაგენიო:„ყველაფერი ფედერაციაზეა დამოკიდებული“
ემილიო ბუტრაგენიომ „კადისთან“ მატჩში განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გააკეთა...
„ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ დენისთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდეს. არ მოუმართავს „ვილიარეალს“ და ასევე არ მოუმართავს ფედერაციას.“
„ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში ვართ. დიდია შანსი იმისა, რომ ჩემპიონატიდან მოგვკვეთონ და გამარჯვება „კადისს“ ჩაუთვალონ, თუმცა მსურს ყურადღება გავამახვილო წესდების 41-ე მუხლზე, სადაც არსებობს მთელი რიგი პუნქტები, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა გადავრჩეთ და სამეფო თასზე ასპარეზობა გავაგრძელოთ.“
„ფედერაციის წარმომადგენელს უკვე ვესაუბრე, მადრიდულ გუნდს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებთან. ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. ჩვენი იურისტები მაქსიმალურად დაგვიცავენ.“
- 3 დეკემბერი 2015
- 3 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.