"ატლეტიკი" 1-0 "რეალი" [ტექსტური მიმოხილვა]
ბილბაოს ატლეტიკმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მადრიდის "რეალი" და შეძლო 3 ქულის მოპოვება ურთულეს მეტოქესთან...
მატჩის დასაწყისი რეალის ფეხბურთელებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო, ბილბაოელებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს და შტურმით აიღეს სამეფო კლუბის საჯარიმო მოედანი, ანგარიში მეორე წუთზე ლორენტემ გახსნა თუმცა იქამდე ორჯერ გადარჩა ,,ბლანკოსი", ორივეჯერ კარი ძელმა იხსნა. გატანილი გოლის შემდეგ ატლეტიკელთა ფეხბურთელები ოდნავ მოეშვნენ მაგრამ მეტოქეს არ აძლევდნენ სწრაფი და გააზრებული შეტევების წარმართვის საშუალებას.
მადრიდის რეალი დღეს საკუთარ თავს არ ჰგავდა პირველ ტაიმში გუნდმა საზიზღრად ითამაშა, იყო უამრავი არაზუსტი გადაცემა და არაზუსტი დარტყმა, ფეხბურთელები ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებდნენ და სწორედ აქედან წარმოიქმნებოდა უზუსტობები.
მეორე ტაიმში რეალი თითქოს უფრო აქტიური იყო და რამდენიმე გააზრებული შეტევაც ვიხილეთ, ძალიან ინერტული იყო კაკა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთს, როდესაც ბრაზილიელმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო და გააზრებულად ითამაშა, თუმცა ეს მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა. პელეგრინის შეგირდებმა მეტოქის კარში 25-ჯერ დაარტყეს თუმცა უშედეგოდ, ბილბაოელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა არც დედაქალაქელები ურტყავდნენ ძალიან სახიფათოდ.
ასევე ინერტული იყო კრიშტიანო რონალდო, მას ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად მომზადებული, მთელი მატჩის მანძილზე ცდილობდა ღირებულის შექმნას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თავდასხმის ხაზზე ზდმეტია საუბარი, ბენზემამ ამაზრზენად ითამაშა, ფრანგი ფეხბურთელი ვერ აჩვენებს სათანადო დონეს მადრიდში, გუნდს ეტყობოდა, რომ იგუაინი საჭირო იყო.
ასევე ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა რაულმა, რომელსაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა იმისათვის, რომ პელეგრინის დაუმტკიცოს , რომ ჯერ მისი დრო კიდევ არ არის წასული და შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა. გონსალესი ცდილობდა მაგრამ როდესაც გუნდი ვერ თამაშობს და შედიხარ მოედანზე , 10-15 წუთში რაიმე ღირებულის შექმნა მართლა რთულია.
საერთო ჯამში ბილბაომ მოინდომა და დაამარცხა რეალი, დედაქალაქელებს მოუწევთ უკეთეს ფორმაში ჩადგომა და დამაჯერებლად თამაში, სხვაგვრად ,,ბლანკოსის" საქმე კარგად არ იქნება.
დღევანდელი წაგებით რეალს ისევ 41 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება.
- 17 იანვარი 2010
- 2 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.