მადრიდის "რეალს" თასიდან მოკვეთა ეუქრება
მადრიდის "რეალმა" სამეფო თასის პირველ 1/16 ფინალურ მატჩში სტუმრად "კადისი" 1-3 დაამარცხა, მაგრამ შესაძლოა მატჩი ბათილად გამოცხადდეს და მადრიდის "რეალი" თასიდან მოკვეთონ.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ მატჩში პირველი გოლი "კადისის" კარში რუსმა ფეხბურთელმა, დენის შერიშევმა გაიტანა.სწორედ, რუსი ფეხბურთელის გამო შესაძლოა, "სამეფო კლუბი" სამეფო თასიდან მოკვეთონ. საქმე ისაა, რომ ჩერიშევი შარშან "ვილიარეალში" თამაშობდა და წესით, დისკვალიფიცირებული იყო.
ჩერიშევის დისკვალიფიკაციის შესახებ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა არ იყო ინფორმირებული "ვილიარეალისგან", ფედერაციისაგან და თვითონ ფეხბურთელისგანაც.
მადრიდის "რეალმა" აღნიშნული ინფორმაცია, პირველი ტაიმის შემდგომ მიიღო, რის შემდეგაც მოხდა შერიშევის შეცვლა.
ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, დედაქალაქური კლუბის შანსები მინიმალურია, ვინაიდან მსგავსი პრეცენდენტის დროს, გუნდის მოკვეთა ხდება.
წყარო: as.com
- 3 დეკემბერი 2015
- 7 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.