კასილასი:"გამარჯვება აუცილებელია"

იკერ კასილასი იმ არენაზე ბრუნდება, სადაც მისი დებიუტი შედგა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება აკავშირებს "სან მამესთან" 2009 წლის საუკეთესო გოლკიპერს. "ძალიან კარგი იქნება თუ გამარჯვებას მოვიპოვებთ, თუ ასე მოხდა შეგვეძლება კატალონიის "ბარსელონას" გადავასწროთ. "ატლეტიკი" ძალიან ძლიერი გუნდია, მათთან გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდება."–განაცხადა "Marca"-სთან ინტერვიუში იკერ კასილასმა.

იკერისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ბასკების ასეთი წარმატებული თამაში როგორც ლა ლიგაში, ისევე როგორც ევროპის ლიგაზე. "დღეს "ბილბაოს" ჩვენი შეჩერება სძალუძს, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მართალია საკმაოდ კონკურენტუნარიანი მეტოქე გვყავს, მაგრამ გამარჯვების მეტი შანსი ჩვენ გვაქვს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება."

სწორედ ბილბაოში, 1999 წლის 22 სექტემბერს შედგა კასოს დებიუტი სამეფო კლუბის რიგებში. "ბასკების არენასთან მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს. სწორედ ამ მოედანზე მქონდა დებიუტი "ბლანკოსის" რიგებში, ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ამ ქალაქში ჩამოსვლა." იკერს სულ 21 შეხვედრა აქვს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ჩატარებული, ამ მატჩებიდან 13 თამაშში გამარჯვება აქვს მოპოვებული მადრიდულ გრანდს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 5–ის დათმობა მოუწიათ მადრიდისტებს. "10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე ამ მოედანზე პირველად ვითამაშე... დრო მართლაც ძალიან სწრაფად მიდის, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი დებიუტი... ანდაც როგორ შეიძლება "რეალში" ჩატარებული რომელიმე შეხვედრა დამავიწყდეს."

"რთული მატჩი გველის, რომელშიც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ 3 ქულა..."–ამ სიტყვებით დააასრულა საკუთარი პრესკონფერენცია იკერ კასილასმა.


ინფორმაციის წყარო: Marca.Com

ავტორი: Kevlisha

  • kevlisha
  • 16 იანვარი 2010
  • 1 797
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)