„ფიფას“ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში „რეალს“ ფეხბურთელები არ დატოვებენ
მოგეხსენებათ, „ფიფას“ სანქციები უკვე რამდენიმე დღეა ძალიან სერიოზული კამათის საგანი გახდა...
იმ შემთხვევაში, თუ არსებული ჭორი დამტკიცდა. მადრიდულ გუნდს 2017 წლამდე ტრანსფერების განხორციელებას უფლება აღარ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტივში არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება უპირველესი პრიორიტეტი გახდება.
ექსპერტების აზრით, ზაფხულში გუნდს მინიმუმ 3-4 ფეხბურთელი დატოვებს, მაგრამ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და გუნდის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეგირდები შეინარჩუნოს.
ალბათ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ მადრიდული გუნდი კრიშტიანო რონალდუს შეელევა, ვინაიდან მისი შემცვლელის დამატებას 2 წლის მანძილზე ვერ შეძლებს. ეს გარემოება „იუნაიტედისა“ და „პსჟ“-ს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
მადრიდისტების გარკვეული ნაწილი, რომელიც რონის მომავალთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობს, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში ნამდვილად დამშვიდდება, ვინაიდან კრიშტიანოს მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე არავინ გაუშვებს გუნდიდან.
- 30 ნოემბერი 2015
- 5 137
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.