"AS" - ვალდანო ადასტურებს გრანეროს გამოსყიდვას.

გუშინ ბერნაბეუს ერთ-ერთ კაბინეტში შეხვდნენ ხორხე ვალდანო,ესტებან გრანეროს აგენტი და ფეხბურთელის მამა.როგორც "AS" იუწყება ამ შეხვედრის შედეგი ის არის,რომ რეალი გამოისყიდის გრანეროს კონტრაქტს 4-მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ,რომ რეალს 31-ივლისამდე აქვს უფლება გამოისყიდოს გრანეროს კონტრაქტი და სამეფო კლუბი ამ უფლებას იყენებს.ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ფეხბურთელის აგენტისთვის და როგორც ის ამბობს თავად ფეხბურთელისთვის ეს სასიხარულო სიურპრიზია.აღსანიშნავია,რომ ვალდანოს და პელეგრინს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი "მეკობრეს"(ფეხბურთელის ზედმეტი სახელია) დაბრუნება,ამიტომ ვალდანომ მოაწყო ეს შეხვედრა რათა აგენტისთვის გადაეცა ეს გადაწყვეტილება.პასუხი კი რათქმაუნდა დადებითი იყო,რადგან აგენტის თქმით რეალში თამაში გრანეროს დიდი ოცნებაა.

ესტებან გრანერო 22 წლისაა.ის 8 წლიდან იყო რეალის ახალგაზრდულ სკოლაში.2007წელს ის ხეტაფეში გადავიდა,მაგრამ ბლანკოსმა დაიტოვა უფლება მისი კონტრაქტის გამოსყიდვის.წინა წელს კლუბმა ეს უფლება არ გამოიყენა, ხოლო ეხლა კი ფეხბურთელი თავის კლუბში ბრუნდება.

აღსანიშნავია,რომ გრანეროს დაბრუნება ხაბი ალონსოს ტრანსფერზე დამოკიდებული არ არის,როგორც პრესა ადრე იუწყებოდა.ასე რომ შემდეგი სეზონიდან მადრიდის რეალს ალვარო ნეგრედოს შემდეგ კიდევ ერთი აღზრდილი შეემატება.

ინფორმაციის წყარო:as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)