კატასტროფა მადრიდის „რეალში“
მადრიდის „რეალში“ აშკარა კატასტროფაა. კლუბში სერიოზული კრიზისის მეორე ტალღა მძვინვარებს...
„ეიბართან“ მატჩში ბენიტესს კიდევ ერთი მოთამაშე, დანიელ კარვახალი გამოაკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო პაექრობებში მადრიდულ გუნდს სერიოზული პრობლემები შეექმნება.
აღდგენით პროცესს გადის მარსელო, საოპერაციოა სერხიო რამოსი, ასევე დაშავდა ვარანი, დღეს კი მათ რიცხვს კარვახალიც მიემატა.
გამოდის, რომ ბენიტესს მხოლოდ პეპე, ნაჩო, არბელოა და დანილო დარჩა.
ფაქტობრივად, გუნდში 4 მცველი დარჩა, რომელთაც შემცვლელი აღარ ჰყავთ.
მადრიდელი ექსპერტები უკვე სერიოზულად მიუთითებენ იმისკენ, რომ რაფაელ ბენიტესის ფიზ.მომზადების მწვრთნელი საკმაოდ სუსტია, ასევე ისინი იწუნებენ სამედიცინო შტაბს და პრეზიდენტს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
- 29 ნოემბერი 2015
- 9 314
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.