ბუტრაგენიო: "ბენზემას სრული თანადგომა აქვს"
ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ბენზემას სრულ თანადგომას უცხადებენ.
"დღეს სამეფო კლუბმა უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა და ასეც მოხდა. "ეიბარის" დამარცხებით მადრიდისტებმა დიდი ფსიქოლოგიური წნეხი დაძლიეს."
"ძალიან არ გვიმართლებს ტრავმების მხრივ. სეზონის სტარტზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავდა, თუმცა ტრავმების ეპიდემიის მსხვერპლნი გავხდით. წამყვანი მოთამაშეები დაზიანებების გამო ვერ ახერხებენ თამაშს. დღს კარვახალმაც მიიღო ტრავმა და მოედანი დროზე ადრე დატოვა. იმედი მაქვს იგი შემდეგ მატჩამდე მოახერხებს გამოჯანმრთელებას."
"ხამესის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავარი მწვრთნელი წყვეტს ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა. როდრიგესი უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. ყველაფერს მომდევნო მატჩები გვიჩვენებს."
"მინდა გამოვყო მოდრიჩის თამაში. მასზე და კროოსზე მთელი გუნდი დგას. სწორედ ხორვატი ნახევარმცველის ჩაწოდების შეძლო ბეილმა გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ უელსელ ფეხბურთელს ამ ბურთის შეგდება ჰაერივით სჭირდებოდა."
"რაც შეეხება ბენზემას, იგი მალე დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. მის ირგვლივ კვლავ ტრიალებს ბურუსითმოცული ამბები, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ კარიმს სრულ თანადგომას ვუცხადებთ."
Marca.com
- 29 ნოემბერი 2015
- 2 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.