ბენიტესი:„დაცვაში სერიოზული პრობლემებია“

რაფაელ ბენიტესმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს. „ეიბარი“ სახლში ძალიან კარგად თამაშობს და გულშემატკივრების დიდი ოვაციების ფონზე უწევს გამოსვლა. მეტოქის შედეგები მართლაც საოცარია. მადრიდის „რეალთან“ მათი სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენს, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მძიმე მატჩი იქნება. „ბლანკოსმა“ მოწინააღმდეგ საკუთარი, ინტენსიური ფეხბურთი უნდა შესთავაზოს.“

„უკრაინაში გუნდმა აჩვენა, რომ ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში წარმატების მიღწევა და ეფექტური თამაში შეიძლება. ბოლოს კი მოვდუნდით და 3 გოლი გავუშვით. ვფიქრობ, ახლა უნდა დავუმტკიცოთ ქომაგებს, რომ მოვუმატეთ და მუშაობას ვაგრძელებთ. „ეიბარის“ დამარცხება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სატურნირო თვალსაზრისით.“

„მოხარული ვარ, რომ ხამეს როდრიგესის დონის ფეხბურთელი ჩემ გუნდში ირიცხება. ვიმედოვნებ, კოლუმბიელი ფეხბურთელი ყველა მატჩში საუკეთესო შესაძლებლობებს გამოავლენს. კოლექტივში დიდი კონკურენცია და შესაბამისად მოტივაციაა, ვინაიდან უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს.“

„ბენზემას მონდომება დასაფასებელია. ფრანგი ფეხბურთელი მაქსიმალურად იხარჯება და ცდილობს ოპტიმალურ ფორმაში ჩადგეს. „ცხრიანი“ გუნდში დიდ როლს ასრულებს.“

„კრიშტიანო რონალდუს და გარეთ ბეილს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. მაქსიმალურად ვცდილობ, მათი პოტენციალი გამოვავლინო. დუეტი თავდასხმაში პოზიციებს ცვლის და მაქსიმალურად ცდილობს ეფექტური და ნაყოფიერი იყოს. როდის შეიცვლიან პოზიციას ფეხბურთელები, მათი ნებაა, არასდროს არაფერს ვუშლი.“

„თუ მომდევნო ტურში წარმატების მიღწევა გვსურს, მთელი თამაში მანძილზე უნდა შევინარჩუნოთ ინტენსივობა და მეტოქე შეტევებით დავღალოთ. მადრიდის „რეალმა“ უკრაინაში ძალიან კარგი 75 წუთი ჩაატარა. იმედი მაქვს, ანალოგიური განმეორდება ხვალ.“

„დონეცკელებთან შეხვედრის დროს ტონი კროოსს დასვენების საშუალება მივეცი. გერმანელი ფეხბურთელი ყველა პაექრობაში ძალიან იტვირთება და ხანდახან სჭირდება განტვირთვა.“

„ტრავმების მხრივ კვლავაც პრობლემები გვაქვს. ამას უკვე ყველა შეეჩვია, მაგრამ მუდამ დაღს გვასვამს. მოთამაშეებს ვავალებ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ითამაშონ და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.“

„ამ ეტაპზე ნაჩოსა და პეპეს დუეტს უნდა დავეყრდნო. ვარანსა და რამოსს დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დაბრუნდნენ. ამ მხრივ მართლაც სერიოზული პრობლემებია.“

„მატეო კოვაჩიჩმა დაგვანახა თუ რა დონის ფეხბურთელია. მისი ადაპტაცია სრულად განხორციელდა. ხორვატი მოთამაშე უმაღლეს დონეზე თამაშობს, ვარჯიშებზე კი მაქსიმალურად იხარჯება და ამტკიცებს, რომ მასში არ შევმცდარვართ.“

„მატეოს კუნთებზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა.“

„ახლა ვერაფერს შევაფასებ. ყველაფერი მაშინ გამოჩნდება, როდესაც სეზონი დასრულდება. მე-14 ტურის თავზე დასკვნების გაკეთება რთულია, თანაც მაშინ, როდესაც გუნდს ტრავმების მხრივ მუდმივი პრობლემები აქვს.“

„ამასთანავე არ ვაპირებ ვისაუბრო ფეხბურთელებზე, რომლებიც წავლენ და მოვლენ, ახლა მატჩებზე ფიქრის და საუბრის დროა.“

  • Hala
  • 28 ნოემბერი 2015
  • 4 830
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)