კარვახალი, მაიორალი და ასენსიო მადრიდის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა
დანი კარვახალმა, ბორხა მაიორალმა და მარკო ასენსიომ ჯილდოები მიიღეს.
მადრიდის ფეხბურთის ფედერაციის რიგით 27-ე გალა დაჯილდოვებაზე "რეალის" სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელები და გვარები გაისმა. ღონისძიება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის წარმატებული ასპარეზობის დასაფასებლად ჩატარდა.
ზემოთ ჩამოთვლილმა სამეულმა სიმბოლური ოქროს ბუცები და სხვა ჯილდოები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ყურადღება მიიბყრო მარკო ასენსიომ, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და ამჟამად იგი "ესპანიოლში" არის განათხოვრებული. მან დიდი წვლილი შეიტანა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების წარმატებაში და სწორედ ამ მიღწევის გამო, მან მიიღო ფედერაციისგან ოქროს ბუცი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
Realmadrid.com
- 28 ნოემბერი 2015
- 3 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.