ჩერიშევი კლუბის დატოვებას ითხოვს
დენის ჩერიშევს მადრიდის "რეალის" სასწრაფოდ დატოვება სურს.
რუსი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაშს პრაქტიკულად ვერ ახერხებს. იგი ხშირად განაცხადშიც კი ვერ ხვდება. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ რაფა ბენიტესი ლუკას ვასკესსა და ხესე როდრიგეს უფრო ენდობა, ვიდრე ჩერიშევს.
მიმდინარე სეზონში დენისმა "ბლანკოსის" შემადგენლობაში მხოლოდ 58 წუთი გაატარა მინდორზე, რაც კატასტროფულად ცოტაა ახალგაზრდა მოთამაშისთვის. ჩერიშევის მიზანია რაც შეიძლება ხშირად ითამაშოს, რათა პროფესიული თვალსაზრისით განვითარდეს და გაიზარდოს.
რუსმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იგი გუნდიდან გაუშვან. აღსანიშნავია, რომ ჩერიშევის გადაბირებას ამ ეტაპისთვის ცდილობს "ვალენისა", "ვილიარეალი", "ლივერპული" და "ევერტონი".
Marca.com
- 28 ნოემბერი 2015
- 2 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.