Sport:„ნეიმარი „რეალში“ არასდროს გადავა“
მოგეხსნებათ, კატალონიის „ბარსელონას“ ფორვარდს, ნეიმარს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რომლის მოგვარებაც უკვე დიდი ხანია ვერ ხერხდებს და ბრაზილიელს აბარგებასაც უწინასწამეტყველებენ...
ევროპულ გამოცემებზე დაყრდნობით, ნეის შეძენა მადრიდულ გუნდს სურს და საკმაოდ მაღალი თანხის გადახდას აპირებს, მაგრამ კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკება ურთულესი იქნება.
გამოცემა „Sport“-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბლანკოსთან“ კონტრაქტს ხელს არასდროს მოაწერს, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი მამის განცხადება, რომელმაც „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში ესპანეთში დარჩენა არ გამორიცხა. ქვეყნის არდატოვება კი იმას ნიშნავს, რომ „მერენგებს“ შანსი აქვთ.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 27 ნოემბერი 2015
- 4 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.