ფიფა რეალის სანქციას მალავს
გამომცემლობა მუნდო დეპორტივო იუწყება, რომ ფიფამ "მადრიდის რეალს" იგივე სანქციები აუმოქმედა, რომელიც "ბარსელონას" ჰქონდა, როცა 2 სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე ფეხბურთელების შეძენა შეუზღუდა, მაგრამ კატალონიელებისგან განსხვავებით, მადრიდელების სანქციების გასაჯაროებას ფიფა რატომღაც არ ჩქარობს
ფიფას დისციპლინირარულმა კომიტეტმა "მადრიდის რეალს" იგივე სანქციები დაუწესა, რაც კატალონიის ბარსელონას: შესაძლო ფულადი ჯარიმა და ორი სატრასნფერო ბაზარზე ფეხბურთელების შეძენის აკრძალვა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, რომელიც მიღებულ იქნა თითქმის ერთ წლიანი გამოძიების შედეგად, ჯერ კიდევ ივლისის თვეში იყო გამოტანილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ფიფა თავს იკავებს მისი საჯაროდ გამოქვეყნებისგან.
მუნდო დეპორტივო დაუკავშირდა ფიფას აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისთვის, მაგრამ ფეხბურთის ორგანიზაციამ სრული გაუმჭვირვალობა გამოავლინა ამ საკითხთან დაკავშირებით. "ფიფა არ არის იმ პოზიციაში, რომ აღნიშნული ტიპის ინფორმაციები დაადასტუროს. გთხოვთ გაიგეთ, რომ იურიდიული პროცესები კონფიდენბციალურია. მას შემდეგ , რაც გამოცხადდება გადაწყვეტილება, შესაძლებელი იქნება აღნიშნულ საკითხზე საუბარი" - აცხადებენ ფიფაში.
ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან თვეებია გასული და "მადრიდის რეალს" ჯერ კიდევ აქვს საშუალება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიუროს.
"მადრიდის რეალი" იმედოვნებს, რომ სანქციების დაკისრების საკითხი გადაიწევს და მათ ფეხბურთელის შეძენის საშუალება მიეცემათ. კლუბს ექნება საშუალება, რომ გაასაჩივროს დაკისრებული სანქცია.
საქმე იმაშია, რომ ვინაიდან კლუბს უკვე აქვს კულუარული ინფორმაცია მათთვის დაკისრებული სანქციების შესახებ, მას დღეიდან შეუძლია მომზადებული შეხვდეს შეზღუდვებს და დაგეგმოს სატრანსფერო პოლიტიკა, რაც შეზღუდვებს ნაკლებად ეფექტურს გახდის. გასაოცარია, მაგრამ ფიფა ამ ყველაფერში რატომღაც ხელს უწყობს "მადრიდის რეალს" და მოქმედებს თეთრების ინტერესებიდან გამომდინარე.
წყარო: Mundo Deportivo
- 27 ნოემბერი 2015
- 5 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.