კვირის სიმბოლურში მესი ლიდერობს, რონალდუ საერთოდ არაა ჩამონათვალში
უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, სადაც "მადრიდის რეალის" არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა
ჯგუფური ეტაპის მეხუთე რაუნდის საუკეთესო თერთმეტეულს მესი ლიდერობს, რონალდუ კი საერთოდ არ არის შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა "შახტართან" მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ისევე როგორც მესიმ "რომასთან" შეხვედრაში. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" რომაელები 6:1 დაამარცხა, მათი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურ სასტარტოში. თავად სასტარტო შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარე: სელსი
მცველები: ვან დერ ვილი, კეჰილი, სანდრო, როხო.
ნახევამრცველები: კომანი, ვილიანი, იარლომენკო
თავდამსხმელები: სანჩესი, მესი, გრიზმანი.
წყარო: AS
- 27 ნოემბერი 2015
- 7 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.