სავარაუდოდ რუბენ დე ლა რედის კარიერა დასრულდა

ესპანურმა გაზეთმა "marca"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბენ დე ლა რედის კარიერა დასრულდა. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს უკვე შეატყობინა ეს სამწუხარო ამბავი. თუ სპეციალურმა სამედიცინო საბჭომ რუბენი უნარშეზღუდულად გამოაცხადა, იგი ყოველთვიურად მიიღებს 1500 ევროს, როგორც ეს გაწერილია ესპანეთის კანონმდებლობაში. (ამ თანხას იღებს ყოველი უნარშეზღუდული ადამიანი.), მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დაადგენს, რომ დე ლა რედს მხოლოდ პროფესიული დაავადება აწუხებს, მაშინ მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი მიიღებს იმ თანხას რაც მას კონტრაქტით ეკუთვნის.

რუბენ დე ლა რედმა "მარკასთან" საუბრისას განაცხადა: "თუ "რეალის" ხელმძღვანელობა მე უნარშეზღუდულად გამომაცხადებს, ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება. მას შემდეგ რაც მე გონება დავკარგე, დიაგნოზიც კი არ დაუსვამთ და მგონი ნაადრევია ჩემი ინვალიდად შერაცხვა. თუ კლუბი ამას მიაღწევს მე მას ვუჩივლებ, რადგან ჯერ არ ვაპირებ კარიერის დასრულებას."

სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ მადრიდის რეალის კაპიტნები: რაული, გუტი და კასილასი, აკვირდებიან მოვლენების განვითრებას და სრულ თანადგომას უცხადებენ ფეხბურთელს.

ამ ინფორმაციამ მადრიდის რეალის გულშემატკივრების აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ კი გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით:

1. "მადრიდის რეალის" ყველა ფეხბურთელის კონტრაქტი, მოქმედებს და სრულად პასუხობს ესპანეთის "შრომის" კანონმდებლობას.

2. როდესაც რუბენ დე ლა რედმა მიიღო ტრავმა იგი გადაყვანეს საავადმყოფოში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ზუსტად ამ მომენტიდან დღემდე იგი იმყოფება არაშრომისუნარიან მდგომარეობაში,ანუ სულ 15 თვეის განმავლობაში.

3. სოციალური უსაფრთხოების სამსახურმა ფეხბურთელი მიიყვანა საავადმყოფოში, ვინაიდან მან დაკარგა გრძნობა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და გამოცხადდა დროებით არაშრომისუნარიანად, როგორც ეს ხდება ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით.

4. ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ, რომელთანაც აკავშირებს დაზარალებულს კონტრაქტი უნდა მიმართოს სოციალური უზრონველყოფის სამეურვეო საბჭოს და გაახანგრძლივოს დროებითი არაშრომისუნარიანობა კიდევ ნახევარი წლით, ან დაზარალებული უნარშეზღუდულად გამოცხადდება. ხოლო თუ ამ პერიოდშიც არ მოხდება ავადმყოფის გამოჯამრთელება, მაშინ იგი ავტომატურად გახდება არაშრომისუნარიანი.

5. ეს პროცესი გაწერილია კანონით და მისი გამოტოვება არ შიძლება. მადრიდის რეალმა კი უკვე მიმართა სამეურვეო საბჭოს.

6. კლუბმა უკვე შეასრულა ყველა ეს მოთხოვნა, როგორც კანონის ასევე ფეხბურთელის წინაშე.

7. "მადრიდის რეალი" ყოვეთვის უჭერდა ფეხბურთელს მხარს და ახლაც უცხადებს მას სრულ თანადგომას.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com & RealMadrid.Com

  • SunSay
  • 16 იანვარი 2010
  • 2 202
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)