ვინ დაიცავს "რეალის" კარს?
ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, თუ ვინ იქნება "ბარსელონასთან" მატჩში სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობის მეკარე.
"პსჟ"-სთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო კეილორ ნავასს უქმობა უწევდა. მისი ადგილი კი ძირითად შემადგენლობაში კიკო კასილიამ დაიკავა. ბოლო მატჩებში სწორედ ეს უკანასკნელი ცდილობდა მადრიდელთა მეტოქის შეტევების მოგერიებას.
საბედნიეროდ ნავასი უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა შესაძლოა მას ტრავმამ თავი კვლავ შეახსენოს. კოსტა-რიკელი კიპერი რაფა ბენიტესმა განაცხადშიც შეიყვანა და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, სწორედ ის დაიცავს დღეს მადრიდის "რეალის" კარს.
Bernabeudigital.com
- 21 ნოემბერი 2015
- 2 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.