ნეიმარი: "იმედია "რეალი" მომცემს იმას, რაც გამახარებს"
"ბარსელონას" ფეხბურთელი "რეალისგან" რაღაცას მოელის.
"გასულ სეზონში ჩემს პირველ "ელ კლასიკოში" სადებიუტო გოლი გავიტანე. ყოველთვის ვოცნებობდი "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში ბუთი გამეტანა და ეს ოცნება ამიხდა. "ბლანკოსის" კარის აღებამ ძალიან გამახარა და იმედი მაქვს "რეალი" კვლავ მომცემს ამ ბედნიერების შანსს."
"მაშინ ძალიან გამიმართლა, რადგან ჯერ კარვახალს ავუარე გვერდი, შემდეგ კი ვარანს. ორივენი უმაღლესი დონის მცველები არიან, თუმცა იმ საღამოს ფორტუნა ჩემს მხარეზე იყო და სადებიუტო გოლიც შედგა."
"რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას, ჩვენ მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულები. მადრიდის "რეალი" კარგი და ძლიერი კლუბია, თუმცა "ბარსელონა" უფრო ძლიერია. ჩვენ შეგვიძლია სანტიაგო ბერნაბეუზე სამი ქულის მოპოვება და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ."
Bernabeudigital.com
- 20 ნოემბერი 2015
- 6 903
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.