კითხვის ნიშანი მოხსნილია
[hide][/hide]ესპანური გამომცემლობა Marca "ელ კლასიკოზე" კეილორ ნავასის ყოფნა-არყოფნის საკითხს ასაჯაროვებს.
რაფა ბენიტესს შესაძლოა კეილორ ნავასის ნაცვლად "ელ კლასიკოზე" კიკო კასილიას განმწესება მოუწიოს სასტარტო შემადგენლობაში. კოსტა-რიკელმა მეკარემ ტრავმის გამო გასული მატჩი გამოტოვა. დღეს კი მადრიდელმა მედიკოსებმა მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც ნავასმა დაზიანების მოშუშება მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბენიტესმა არ გარისკა და ნავასს დღეს სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ კეილორმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში "პსჟ"-სთან მიიღო და ორი კვირით ჩამოსცილდა გუნდს. ახლა კი ექიმების განცხადებით იგი დამაკმაყოფილებელ კონდიციებში იმყოფება და დიდი ალბათობით სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარებას შეძლებს. თუმცა მედიკოსები მცირედი რისკის ფაქტორს მაინც ახსენებენ კლუბის მწვრთნელებს.
Bernabeudigital.com
- 18 ნოემბერი 2015
- 3 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.