ვარანმა, ჩერიშევმა და კოვაჩიჩმა მარცხი განიცადეს
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა სანაკრებო ბატალიებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც იცით, გარკვეული მიზეზების გამო, ესპანეთი-ბელგიისა და გერმანია-ჰოლანდიის მატჩები არ ჩატარდა.
რუსეთის ეროვნული გუნდი საკუთარ კედლებში ამხანაგურად გაეჯიბრა ხორვატიას.მასპინძლები მე-14 წუთზე ფედორ სმოლოვმა დააწინაურა, თუმცა უკვე მეორე რაიმში, 3 გოლი გაიტანეს სტუმრებმა (კალინიჩი, ბროზოვიჩი, მანჯუკიჩი).დენის ჩერიშევმა 90 წუთი გაატარა საქმეში.
მარცხი განიცადეს ფრანგებმაც, რომლებიც ლეგენდარულ "უემბლიზე" ინგლისს დაუპირისპირდნენ.შეუცვლელად იასპარეზა რაფაელ ვარანმა, თუმცა ბრიტანელებს ხელი ვერ შეუშალა გამარჯვებაში.გატანილი გოლები დელე ალისა და უეინ რუნის აქტივშია (2-0).
პორტუგალიამ უგოლო ფრე გააგორა ლუქსემბურგთან.პეპეს დასვენების საშუალება მიეცა.
ევროპის 21 წლამდელთან ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ხორვატებმა 2-3 დათმეს ესპანელებთან.შეხვედრა სრულად ჩაატარა კოვაჩიჩმა.აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან მეორე გოლი, მარკო ასენსიომ შეაგდო.
- 18 ნოემბერი 2015
- 2 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.