განსაკუთრებული კონტროლი და უსაფრთხოების უმაღლესი დონე
პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტეროტისტული შეტევის შემდეგ განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი საფეხბურთო მატჩები. გამონაკლისს არც ელ კლასიკო წარმოადგენს, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.
ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ელ კლასიკოსთვის უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე იქნება აყვანილი. დამატებით მოხდება პოლიციური ძალების მობილიზება. "ბერნაბეუს" შესასვლელთან დამონტაჟდება დეტექტორები, ასევე გამოიყოფა მაძებარი ძაღლები, ხოლო პოლიციელთა რაოდენობა , რომელიც წინა კლასიკოების შემთხვევაში საშუალოდ 1 000-მდე თანამშრომელს შეადგენდა, შაბათისთვის რამოდენიმეჯერ გაიზრდება.
"როგორც წესი, ყოველთვის მაღალ დონეზეა ორგანიზებული თამაშებზე უსაფრთხოება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, თუ რაც მოხდა პარიზში, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება"-ნათქვამია განცხადებაში. მთავრობის წარმომადგენლები გულშემატკივრებს მოუწოდებენ სიმშვიდისკენ და მაგალითის ფრანგი გულშემატკივრებისგან აღებას ურჩევენ: "ფრანგებმა ევაკუაციის დროს მარსელიაზა იმღერეს და საკმაოდ ორგანიზებულად დატოვეს სტადიონი. ჩვენს გულშემატკივრებსაც ანალოგიურ სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ".
კლასიკო უსაფრთხოების იმ პროტოკოლით ჩატარდება, რომელიც აშშ-მ წინა კვირას შემოიღო. NBA, NFL (ამერიკული ფეხბურთი) და NHL (ჰოკეი) კორდინაციაში იყვნენ FBI -სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან , ხოლო აღნიშნული ჩემპიონატების თამაშს უფრო მეტი უსაფრთხოების აგენტები ესწრებოდნენ, ასევე უფრო მეტი მეტალო დეტექტორი იყო დამონტაჟებული და მაძებარი ძაღლების რაოდენობაც გაზრდილი იყო. ევროპის ანტი-ტერორისტული პროტოკოლი პარიზის ამბების შემდეგ უკვე გააქტიურდა ეროვნული ნაკრებების შეხვედრებზე, მათ შროსი ინგლისი-საფრანგეთისაზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს და ბელგია-ესპანეთისაზე, რომელიც ტერორისტული საფრთხის გამო გადადებულ იქნა.
წყარო: AS
- 17 ნოემბერი 2015
- 2 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.