მორატა:„იკერ კასილიასი „რეალის“ სიმბოლოა“
ალვარო მორატამ მადრიდის „რეალსა“ და იკერ კასილიასზე ისაუბრა...
„ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დროს ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ბოსკეს გუნდში მოვმხვდარიყავი. „ფურია როხა“ განსაკუთრებული მოვლენაა ჩემი ცხოვრებაში, ჩვენმა გუნდმა 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგები აჩვენა.“
„იკერ კასილიასი ჩემთვის ვერასდროს იქნება სხვა გუნდის კიპერი. კასილიასი არის „რეალის“ სიმბოლო და საპატიო კაპიტანი.“
„სამეფო კლუბის დატოვებას არ ვნანობ. დავტოვე მამა, დედა და უმნიშვნელოვანესი ხალხი, თუმცა შესანიშნავ ადგილზე ვარ. იტალიაში ჩემია ადაპტაცია სწრაფად მოხდა, რაშიც „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები დამეხმარნენ.“
„არასდროს ვიტყვი, რომ მადრიდში ვბრუნდები, რადგან ეს იქნება „იუვენტუსის“ და მისი ქომაგების უპატივცემულობა. თუ მშობლიურ გუნდში დაბრუნებას გადავწყვეტ, ეს მოხდება რომელიმე სეზონის ბოლოს, მანამდე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ.“
„ის, რაც ტურინში ვიგრძენი, იშვიათობაა. აქაურობა ძალიან მომწონს.“
- 16 ნოემბერი 2015
- 1 616
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.