ბენიტესის სტატისტიკა „ბარსელონასთან“

მომდევნო უქმეებზე, მადრიდელ მწვრთნელს პირველი საპასუხისმგებლო დაპირისპირების გამართვა მოუწევს „ბარსელონასთან.“

შეიძლება ითქვას, რომ ბენიტესისთვის, კატალონიური გრანდი ნამდვილად არ არის უცნობი მეტოქე.სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ესპანელი 13-ჯერ შეერკინა მათ, საიდანაც 5 გამარჯვებას, 1 ფრესა და 7 წაგებას მოითვლის.

ერთი შეხედვით, სტატისტიკა შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ გამოვაკლებთ „კულეების“ წინააღმდეგ მატჩებს „ვალიადოლიდისა“ და „ექტრამადურას“ დამრიგებლის რანგში, მაშინ, მხოლოდ 3 მარცხს მივიღებთ.

„ვალენსიაში“ მუშაობის ჟამს, პირველად, 2001/02 წ.წ. სეზონში გაიგო „ბარსელონასთან“ პაექრობის გემო.„ნოუ კამპზე“ დასრულებილი შედეგიანი ყაიმის შემდეგ (2-2), „მესტალიაზე,“ 2 უპასუხო გოლი გაიტანეს მისმა დამოძღვრილებმა.

მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში კი, „ღამურებმა“ ორი მოიგეს (3-1, 0-1) და ორიც დათმეს (4-2, 0-1).

ბენიტესს სხვა ქვეყნის გუნდებითაც მოუწია კატალონიური ბარიერის დაძლევა.2006-07 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „ლივერპულმა“ 1-2 იმარჯვა ბარსელონაში, ხოლო საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშთ დამარცხდა (0-1).

და ბოლოს, 2014 წელს, არაოფიციალურ შეხვედრაში, რაფას „ნაპოლიმ“ 1-0 სძლია ენრიკეს შეგირდებს.

აღსანიშნავია, რომ ქვედა ეშელონის გუნდების რიგებშიც, ბენიტესს არასდროს მიუღია 2 გოლზე მეტი „ბლაუგრანასგან.“

MARCA

  • Nodarii
  • 15 ნოემბერი 2015
  • 5 584
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (180)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)