მადრიდელი მედიკოსები იმედს არ იძლევიან
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალი“ 21 ნოემბერს, საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ითამაშებს...
4 ნოემბერს მარსელო ვიეირამ დაზიანება მიიღო, რომლის აღმოფხვრისთვისაც 2-3 კვირაა საჭირო.
რაფაელ ბენიტესს სამედიცინო შტაბთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს, მაგრამ როგორც სჩანს, ექიმები იმედს არ იძლევიან და „ბლანკოსს“ შესაძლოა, ბრაზილიელი ლიდერის გარეშე მოუწიოს თამაში, რაც უდიდესი დანაკლისია.
კულუარული ინფორმაციით, ბენიტესმა უკვე დაიწყო ვიეირას შემცვლელზე ფიქრი. წინასწარი ინფორმაციით, მარცხენა ფლანგის დაკავების ყველაზე დიდი შანსი ნაჩო ფერნანდესს აქვს.
- 15 ნოემბერი 2015
- 5 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.