ზიდანი: „მიყვარს ედენ აზარის თამაშის ყურება"

მადრიდის „რეალის" ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა ლონდონის „ჩელსის" ბელგიელ შემტევზე ისაუბრა. ფრანგის თქმით, მას ძალიან უყვარს აზარის თამაშის ყურება.

გასულ სეზონში აზარმა გაიტანა 14 გოლი 38 მატჩში და გახდა პრემიერ-ლიგის 2014/15 წლების საუკეთესო მოთამაშე, მიმდინარე სეზონში კი, ისევე როგორც „ჩელსი", აზარიც ცუდ ფორმაშია. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 საგოლე გადაცემაა.

მიუხედავად ფეხბურთელის დღევანდელი ფორმისა, ზიდანის განცხადებით იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მანვე თქვა, რომ არ იქნება სწორი, თუ 24 წლის მოთამაშისადმი "რეალის" შესაძლო ინტერესებზე ისაუბრებს.

„ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს შემდეგ, ედენ აზარი ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია. მე მიყვარს მისი თამაშის ყურება, რადგან იგი ძალიან კრეატიული მოთამაშეა."

„თუ ვფიქრობ, რომ ის „რეალის" მოთამაშე გახდება ? სხვა ვინმეს ჰკითხეთ. მე უბრალოდ მიყვარს ეს მოთამაშე - ეს არის და ეს. მე ისევ ედენის გულშემატკივარი ვარ. ყველას აქვს კარიერული აღმასვლები და დაღმასვლები. დარწმუნებული ვარ ძველ ფორმას მალე აღიდგენს."- განაცხადა ზიდანმა.

  • Dufresne
  • 15 ნოემბერი 2015
  • 2 816
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)