ლასანა დიარას ოჯახის წევრი ტერაქტის მსხვერპლი გახდა
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის ოჯახის წევრი, ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა.
პარიზში ტერორისტების შეტევის შედეგად გარდაცვლილთა შორის ლასანა დიარას ბიძაშვილია. მას თავდამსხმელების ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
თავად ლასანა დიარა გერმანიის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას იღებდა. მან 80 წუთი გაატარა მინდორზე. როდესაც სტადიონზე ტერორისტების თავდასხმის ამბავი შეიტყვეს და ევაკუაცია გამოცხადაა, ლასანა იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც მოედანი დატოვა.
Goal.com
- 15 ნოემბერი 2015
- 3 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.