ჩერიშევი: „არ ვნანობ, რომ დავრჩი"
მადრიდის "რეალის" რუსი ვინგერი დენის ჩერიშევი აცხადებს, რომ ის არ ნანობს დარჩენას, მიუხედავად პირველ გუნდში თამაშის ნაკლებობისა.
„ყველაფერს საუკეთესოსთვის ვაკეთებ. ნამდვილად არ ვნანობ, რომ კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. არ არსებობს არანაირი კონფლიქტი, მაგრამ ისიც მართალია, რომ ბენიტესთან ბევრს ვერ ვსაუბრობ."
„მე შესანიშნავ კლუბში ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან მსურს, რომ უფრო მეტი ვითამაშო, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მდგომარეობის შენარჩუნება და უკეთეს ფორმაში ჩადგომა მჭირდება." - აცხადებს რუსი მოთამაშე.
realmadridnews.com
- 14 ნოემბერი 2015
- 2 333
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.