არგენტინამ და ბრაზილიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს
2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, სამხრეთ ამერიკული „ელ კლასიკო“ გაიმართა.
არგენტინის დედაქალაქში, ადგილობრივმა ნაკრებმა ბრაზილიელები მიიღეს.საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში, გუნდემა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და საბოლოოდ, შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ტაბლოზე - 1:1.
თავდაპირველად, 34-ე წუთზე, ეზეკილ ლავესის წყალობით, მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში, დუნგას შეგირდებმაც უპასუხეს.საპასუხო გოლის ავტორი ლუკას ლიმა გახდა (58-ე წუთზე).
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია დანილოს.ის 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოდან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ირჯებოდა მის პოზიციაზე დანი ალვეში.
თამაშის განმავლობაში, მსაჯმა 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.მატჩის მიწურულს, მოედნიდან გააძევეს დავიდ ლუიზი.
- 14 ნოემბერი 2015
- 3 359
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.