ხამესსა და ბენიტესს შორის კონფლიქტი გაღვივდა?
„ხამესი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მას თავდაუზოგავი შრომა მოუწევს, რათა სათანადო დონე დაიბრუნოს“ - დასძინა ბენიტესმა „სევილიასთან“ ნამატჩევს.
„რეალის“ დამრიგებლის აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ესპანელმა აშკარად გადააჭარბა კოლუმბიელზე საუბრის დროს.შესაძლოა, ტრავმა გარკვეულ დაღს ასვამს მოთამაშეს, მაგრამ არა ხამეს როდრიგესს, რომელიც გოლებით დაბრუნდა ლაზარეთიდან.
ჯერ იყო, სამხრეთ ამერიკელმა ზემოთ ნახსენებ ანდალუსიელებს გაუტანა ბოლო წუთზე, ხოლო ახლა, არც ჩილე დაინდო და 1 ქულა მოუტანა ეროვნულ ნაკრებს.განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხამესის ფორმიდან ამოვარდნაზე საუბარი ნამდვილად უადგილოა, რასაც თავად ფეხბურთელიც აღნიშნავს: „ზოგი ადამიანის აზრით, მე არ ვიმყოფები სასურველ კონდიციებში.სიმართლე გითხრათ, ამ აზრს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები.“
ესპანეთში უკვე იწერება, დამრიგებელსა და შეგირდს შორის კონფლიქტის გაღვივებაზე.იმედია, სერიოზული არაფერია და ისინი პირად საუბარში მოაგვარებენ წარმოქმნილ უხერხულობას.
MARCA
- 13 ნოემბერი 2015
- 5 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.