ტრავმირებულებმა „ვალდებებასზე“ ივარჯიშეს
მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესმა სამ დღიანი არდადეგები გამოცხადა გუნდში, დღეს, „ვალდებებასზე“ სიმშვიდე ნამდვილად არ ყოფილა.
„რეალის“ სამწვრთნელ ბაზაზე, სასტარტო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებმაც სარეაბილიტაციო კურსის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დატვირთვა მიიღეს.
მარსელო, ბენზემა და კარვახალი, თავდაპირველად, სატრენაჟორო დარბაზში გაისარჯნენ, ხოლო შემდეგ ბურთით შეასრულეს სავარჯიშოები, ხოლო რამოსი და ნავასი მოედანზე არ გამოსულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმირებულების გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.ბენიტესს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება „ელ კლასიკოსთვის.“
RealMadrid.Com
- 13 ნოემბერი 2015
- 2 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.