კინი: „რონალდუ მე შევქმენი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და რონალდუს თანაგუნდელმა, როი კინმა, საინტერესო კომენტარი გააკეთა პორტუგალიელთან დაკავშირებით.
„დიახ, თამამად ვიტყვი, რომ მე შევქმენი კრიშტიანუ.ერთ გუნდში რომ არ მოვხვედრილიყავით, ის ვერ იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს.თითოეული მოთამაშე განსხვავებულ მიდგომას იმსახურებს.რონალდუს ხშირად არ ვუყვიროდი, რამეთუ ამის საბაბს არ მაძლევდა.“
როი და კრიშიტიანუ 2003-2005 წ.წ. იყვნენ თანაგუნდელები.ადრინდელ ინტერვიუებში, მადრიდისტას არა ერთხელ აღუნიშნავს ირლანდიელის ღვაწლი მის განვითარებაში.
Goal.Com
- 11 ნოემბერი 2015
- 4 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.