ზიდანი:”მე მჯერა ბენზემასი”
ზიდანის კომენტარი საკუთარ თანამემამულეზე.
ზინედინ ზიდანის გუნდმა ”კასტილიამ” ამ უიქენდზე 3:2 მოიგო, მაგრამ ზიდანმა საკუთარი შვილი ენცო არ ათამაშა და სათადარიგო სკამზე დატოვა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ფრანგს ჰკითხეს საკუთარ თანამემამულეზე თუ რას ფიქრობდა ის ქარიმზე.
”მე ვესაუბრე ქარიმს. მე ვუთხარი, რომ ის უნდა ყოფილიყო ძალიან ფრთხილად. მე მჯერა ქარიმის და იმედია მალე დაგვიბრუნდება ფრანგი” - ამბობს ყოფილი იუვენტინო ზიდანი Marca-სთან.
”მარტინ ოდეგაარი მშვენიერი მოთამაშეა. ის საუცხოოდ თამაშობს, განსაკუთრებით მომეწონა მისი ბოლო მატჩი სადაც ”კასტილიამ” მინიმალური ანგარიშით მოიგო”.
”მე ენცო სათადარიგო სკამზე დავტოვე. ეს არ არის პირველი გუნდი, ამიტომ ყველას უნდა მიეცეს შანსი ძირითადში” - დაასრულა მან.
- 9 ნოემბერი 2015
- 3 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.