„ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო
რაფაელ ბენიტესის გადაწყვეტილებით, „სევილიასთან“ მომქანცველი მატჩის შემდეგ გუნდი არ დაისვენებს...
ფეხბურთელებმა დღეს კვირის პირველი ვარჯიში გამართეს.
კარიმ ბენზემა გუნდთან ერთად იმყოფება და სესიებს გადის.
კოლექტივში რამდენიმე „კასტილიელი“ იყო გამოძახებული.
მარსელო კვლავაც აღდგენით პროცესშია. ბრაზილიელი ფეხბურთელი, გარეთ ბეილთან ერთად დახურულ კარს მიღმა ირჯებოდა.
გამოჯანმრთელების გზას ადგას დანიელ კარვახალიც, რომელიც დატვირთვას უკვე იღებს.
კეილორ ნავასი, რომელმაც „სევილიასთან“ დაისვენა, კვლავ ვერ ახერხებს სრულფასოვან ვარჯიშს და მხოლოდ ფიტნესით შემოიფარგლება.
- 9 ნოემბერი 2015
- 5 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.